Monday, November 11, 2013

პროექტი " ჯეჯილი სიცოცხლის აღმოცენება "

9 დღე დასრულდა ჩვენი ტრენინგი

ამ მოდულში  წარმოვადგინეთ  ჩვენი  ნამუშევრები, მოვახდინეთ მათი  პრეზენტაცია,  ავტვირთეთ  ბლოგზე.   
      ტრენინგკურსით  გავერკვიე,  როგორ  გამოვიყენო  ტექნოლოგიები  ყველაზე  ეფექტურად, სწავლების  პროცესის  ხელშეწყობისა  და  მოსწავლეთა  სწავლის  შეფასების  მიზნით.
       ყველას  ვულოცავ  ინტელის  ძირითადი  კურსის  წარმატებით  დასრულებას!
      დიდი მადლობა  ჩვენს  ტრენერს  ნანა  ედიშერაშვილს
  საინტერესო  ტრენინგისთვის!

Sunday, November 10, 2013

მე –7 და მე–8 მოდულის რეფლექსია

 დღემ  სასიამოვნოდ  და საინტერესოდ  ჩაიარა  მე–7 მოდულში  გავეცანით  თუ  როგორ  გაუწიოთ    ფასილიტაცია   კლასს  მოსწავლეზე  ორიენტირებულ  სწავლის  პროცესში.
მე–8  მოდულში  გავეცანი  თუ  როგორ  ავტვირთოთ  მასწავლებლის  პრეზენტაცია  ბლოგზე,  ასევე  პორტფოლიოში  ჩავალაგეთ  ჩვენი  ნამუშევრები.

პროექტი "ჯეჯილი სიცოცხლის აღმოცენება"

ჩემი პრეზენტაცია

Saturday, November 2, 2013

მე –5 და მე–6 მოდულის რეფლექსია

დღევანდელმა დღემ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა,ამ მოდულის დახმარებით გავაანალიზე მოსწავლეზე ორიენთირებული შეფასების ფორმები:თვითშეფასება, კითხვარები, რუბრიკები.                                                                                                                        მე–6   მოდულში  ვისაუბრეთ  მოსწავლეების  მრავალმხრივი  ინტელექტის  შესახებ,რაც ძალიან  საინტერესო  იყო.

Friday, October 25, 2013

მესამე და მეოთხე მოდულის შეფასება

დღევანდელმა დღემ ნაყოფიერად ჩაიარა ,ამ მოდულში ვისაუბრეთ თუ როგორ გამოვიყენოთ ინტერნეტი სწავლების და სწავლის პროცესის ხელშესაწყობად.
მეოთხე მოდულში ვისაუბრეთ  მოსწავლეების  მიერ   სასწავლო   მიზნების   მიღწერასა და  საპროექტო  დავალებების  მუშაობაზე.

მეორე მოდულის შეფასება

დღეს გავეცანით თუ როგორ დავსვათ მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები: ზოგადი კითხვა, თემატური კითხვები და შინაარსობრივი კითხვები. რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებს გაიგონ და გამოიყენონ მაღალი დონის სააზროვნო უნარები.

Sunday, October 6, 2013